კახეთში კოვიდ 19-ის 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში, ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19- ის 486 ახალი შემთხვევიდან, 74 კახეთში გამოვლინდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 486 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 194 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 49, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 36, გურია – 37, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34, კახეთი – 74, მცხეთა-მთიანეთი – 8, სამცხე-ჯავახეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 499 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 13 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები