32 ახალი ინფიცირებული, 7 გამოჯანმრთელებული – კოვიდსტატისტიკა აჭარაში
ბოლო 24 საათში, აჭარაში კორონავირუსის 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, კლინიკა დატოვა 7 -მა პაციენტმა. საერთო ჯამში კი რეგიონში ვირუსისგან 35 285 გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის მკურნალობას 167 პირი გადის. მათ შორის კრიტიკულ სიტუაციაში 4 პაციენტი იმყოფება. კოვიდსასტუმროში 102 მოქალაქეა მოთავსებული ხოლო ონლაინ კლინიკაში 121 პირია მეთვალყურეობის ქვეშ.