ყვარელში ავარიისას დაშავებული მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
ყვარელში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა “რეგიონულ კვირას” განუცხადა, დაშავებული კლინიკაში თავის ტვინის დაჟეჟილობით შეიყვანეს.
“ახალგაზრდა მამაკაცი, შემოიყვანეს თავის ტვინის დაჟეჟილობით, ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია, პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და მის ჯანმრთელობაზე ამ ეტპაზე, სხვა არაფრის თქმა შემიძლია”,- განაცხადა ხათუნა ჭონიაშვილმა.
შეგახსენებთ, ავარია, გუშინ, გვიან ღამით მოხდა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მომხდარზე გამოძიება, სსკ-ის, 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.