“ნინის გამო” – ქალთა მოძრაობის კამპანიას ბათუმშიც უერთდებიან

1000 მშობლის მარშის ორგანიზატორ ქალთა მოძრაობას, რომელიც 26 თებერვალს თბილისში მშობელთა მარშის გამართვას ვარდების მოედნიდან მთავრობის კანცელარიამდე გეგმავს, ბათუმშიც უერთდებიან.

მოძრაობის მთავარი მოთხოვნაა, შეცვალოს პარლამენტმა გაუპატიურების კანონი და ცენტრალური ასპექტი გახადოს თანხმობის არარსებობა, შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს, ასევე
ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისთვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა, რომ ბავშვებმა შეძლონ სქესობრივი ძალადობისაგან თავის დაცვა. ასევე გაიზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ენიშნებოდეს ფსიქოლოგი.
დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის გამო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები