თითოეულ აღსაზრდელზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია-ამბროლაურში სკოლამდელთა ასაკის ბავშვებს სასურსათე პაკეტები გადასცეს
“ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სასურსათე პაკეტები დაურიგდათ”,-ინფორმაციას ამ ტემაზე ამბროლაურის მერია ავრცელებს. ,,პროდუქტები, რომელიც მიმდინარე პერიოდში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, 315 ოჯახს გადაეცა. აღნიშნული პროცესი, პანდემიის პერიოდში, რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. ჩვენთვის თითოეულ აღსაზრდელზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.
აღსაზრდელთა ოჯახებზე პროდუქტის გაცემის პროცესი ,,ამბროლაურის სკოლამდელმა დაწესებულებამ” უზრუნველყო.
ცნობისათვის -კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეჩერებულია.