ყვარელში მომხდარი ავარიისას მანქანა ხეს შეეჯახა

ყვარელში, ქალაქის ცენტრში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, BMW- ს მარკის ავტომობილის მძღოლს მანქანა მოუცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლმა მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში მოათავსა.
ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები