“დირექტორები არავის გაუთავისუფლებია მათ სახელშეკრულებო ვადა ამოეწურათ” – მცხეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი
მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მცხეთაში სკოლის დირექტორების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ბექა იორდანიშვილის განმარტებით, დირექტორები სამსახურიდან არ გათავისუფლებულან არამედ, მათ 6 წლიანი სახელშეკრულებო ვადა ამოეწურათ. ამ ეტაპზე კი დირექტორების ხელახალი არჩევა მიმდინარეობს.
“მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებში არჩეული დირექტორები, რომლებსაც ირჩვენ სამეურვეო საბჭოები, 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყო პერიოდი, მათ გასდით ვადა 6 წლიანი პერიოდი, მათი გადავისუფლების სქემა არ არის ადეკვატური დეფინიცია, მათ რეალურად, ეწურებათ სახელშეკრულებლო ვადა. ეს ხალხი არის სერთიფიცირებულ8 და სხვა ნებისმიერ ადგილას შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროექტებში. სკოლის დიეექტორების არჩევა მოხდება კვლავ სამეურვეო საბჭოების მიერ”,- განაცხადა ბექა იორდანიშვილმა.