ასპინძაში საზოგადოებასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა
ასპინძის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა.
14 თებერვალს, ასპინძის მუნიციპალიტეტში დასახლებების საერთო კრება გაიმართა სოფლებში: იდუმალასა და რუსთავში, ხოლო კონსულტაცია სოფელ ოშორაში.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” მიზანია სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაფინანსება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა.