მალე ახალ პროექტებს წარვადგენთ-ონის ახალგაზრდული ასამბლეის წევრები მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა (YAR) -ის პრეზიდენტი თამარ ხომასურიძე და ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის მიმართულების კოორდინატორი მარიტა გუტაშვილი ონის მუნიციპალიტეტის მერს , დავით ჩიკვაიძეს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა. შეხვედრაზე რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის სამომავლო გეგმები, საგრანტო პროექტები, მათ შორის ახალგაზრდობის სააგენტო • Youth Agency -ს მიერ შემოთავაზებული საგრანტო შეთავაზება განიხილეს. დავით ჩიკვაიძე სრული თანადგომა აღუთქვა ახალგაზრდებს განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერასა და დახმარებაში.„შეხვედრაზე ახალი საპროექტო იდეაც, არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებით განვიხილეთ და ახალგაზრდული ასამბლეა იდეის პროექტად ქცევის შემდეგ მალე წარვადგენთ პირველ კოლაბორაციულ პროექტს ონის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ დავით ჩიკვაიძის უდიდესი წვლილით.
ასამბლეა მადლობად უხდის ონის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ დავით ჩიკვაიძეს, გამოხატული თანადგომისა და დახმარებისთვის”,-განაცხადეს ახალგაზრდებმა.