ჭიაურის თემში სოფლის საერთო კრება გაიმართა

დღეს, ჭიაურის თემში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, 3 სოფლის კრება გაიმართა. კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით შემდეგ პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი:
სოფელ ჭიაურსა და წითელგორში – გმირთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია შემოიღობება.
სოფელ თამარიანში არსებული სკვერი გაფართოვდება და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება.
სოფელ ჰერეთისკარში ახალი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხი კეთილმოეწყობა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის 930 000 ლარია გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები