ამბროლაურის სოფლებში გზები იწმინდება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეს, სოფელ ტბეთისა და სოფელ ბაჯის სასოფლო გზები გაიწმინდა. ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს. მათივე განმარტებით, მუნიციპალიტეტის ინიციატივით სასოფლო გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები სოფლებში ხშირად ხორციელდება. რომელიც განსაკუთრებით პრობლემური მონაკვეთების მოწესრიგებას ითვალისწინებს.

„აღნიშნული პროგრამის განხორციელებით მუნიციპალიტეტის სოფლებისკენ მიმავალ და შიდასასოფლო გზებზე ნებისმიერი გამავლობის ტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელია და უსაფრთხო“,-აცხადებენ მერიაში.
სამუშაოებს შპს ,,ამბროლაურის სერვის-ცენტრი” ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები