„ახლა მთავარია პრიორიტეტების შერჩევაში მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს“ – ცაგერის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზურაბ ხეცურიანმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ტერიტორიულ ერთეულებში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემას ,,სოფლის მხარდაჭერის” სახელმწიფო პროგრამა წარმოადგენდა და სამომავლო გეგმებთან ერთად ის პრობლემებიც იქნა განხილული, რომლებიც გასულ წელს, პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოიშვა. გამოიყო პროგრამის პრიორიტეტები, რომლებიც 2021 წელს მუნიციპალიტეტის სოფლებში უნდა შესრულდეს. „ ახლა მთავარია პროექტების შერჩევაში მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს,. წინადადებების მიღება მერიაში ტერიტორიული ერთეულებიდან უკვე დაწყებულია და ეს პროცესი 28 თებერვლამდე გაგრძელდება.სოფლის საერთო კრებები კი 1 მარტიდანაა დაგეგმილი და 11 მარტამდე გასტანს“,-განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ ზურაბ ხეცურიანმა.

მისივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრებში მერიის წარმომადგენლები და სხვა ხელმძღვანელი პირები ჩაერთვებიან, ყველა თავშეყრა კი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები