გურჯაანში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით Მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერი პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეᲮვედრები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ” რეგიონულ კვირას” ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან აცნობეს,
ამჯერად სოფლებში დასაფინანსებელი პროექტების მიზნით, შეხვედრა სოფელ ზიარში გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივებმა საერთო კრებაზე პრიორიტეტად წყლის სისტემის და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დაასახელეს.
მოსახლეობის მიერ შერჩეულ სამუშაოებს, პროგრამით გათვალისწინებული 10 000 ლარი მოხმარდება.