ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ბაბუას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ბაბუას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

76 წლის მამაკაცს გამოძიება ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობას ედავება. ბაბუის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს გარდაცვლილი მოზარდის დედაც. გარდა ამისა ის არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაში ოჯახის სხვა წევრებს, მათ შორის ბავშვის ბიძებსაც ადანაშაულებს.

ბრალდების ადრესატები როგორც დაკავებული ბაბუის, ასევე პირადად მათი მხრიდან ძალადობას კატეგორიულად გამორიცხავენ.

პოლიციამ ოჯახის წევრები უკვე გამოკითხა და გამოძიებას განაგრძობს. 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის შემდეგ პირველ ეტაპზე პოლიციამ 23 წლის ბიჭი დააკავა, რომელსაც ბრალი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით აქვს წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები