“გერმანიაში დასაქმება წაადგება ჩვენს ეკონომიკას, თითოეული მოქალაქის ოჯახს” – ირაკლი შიოშვილი

საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხს დადებითად აფასებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი. რწმუნებულის განცხადებით, იქნება ახალი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ორგანიზებული, ლეგალური და ღირსეული შრომითი პირობებისთვის.

,,ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ ლეგალურად მუშაობის უფლება სათანადო ანაზღაურების ფასად.
ეს ძალიან წაადგება ჩვენს ეკონომიკას, თვითოეული მოქალაქის ოჯახს და ჩვენ რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით და მოხარული ვიქნებით.
რეგიონის ხელმძღვანელობას გვევალება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს ჩვენი რესურსის საშუალებით “,- განაცხადა ირაკლი შიოშვილმა

შეგახსენებთ, სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები