რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 138, ქვემო ქართლი – 25, შიდა ქართლი – 69, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3”, – განაცხადა ვერდია სიჭინავამ.
„რეგიონული კვირის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გამოვლენილი სამი ახალი შემთხვევა ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს უკავშირდება-„აღნიშნული პირები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, ამიტომ მათგან კოვიდ-19 გადადების საშიშროება მინიმალურია“,-განმარტა ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები