გურიაში კოვიდინფიცირების 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
16 თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების 740 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.