კახეთში კოვიდ-19-ის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
გასული 24 საათის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 740 ახალი შემთხვევიდან, 33 კახეთში გამოვლინდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 138, ქვემო ქართლი – 25, შიდა ქართლი – 69, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ
.ბოლო 24 საათში ვირუსისგან 496 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა 14 პაციენტი.