41 ახალი შემთხვევა და 58 გამოჯანმრთელებული-ეპიდვითარება სამეგრელოში

გასული 24 საათის განმავლობაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვირუსი 58-მა პაციენტმა დაამარცხა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში, კოვიდ საავადმყოფოებში ამ დროის მონაცემები ასეთია: რუხის კლინიკაში იმყოფება – 47 კოვიდპაციენტი მათ შორის 3 მძიმე პაციენტი.
სენამედის კლინიკაში – 29 მათ შორის 3 მძიმე პაციენტია. ფოთის კლინიკაში ამ დროისთვის,  მკურნალობის კურსს გადის 30 პირი, მათ შორის მძიმეა 3-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 15 პაციენტი მკურნალობს მათ შორის 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდკლინიკაში – 14
სენაკი ლაზიკა მედში კი 22 ინფიცირებულია მოთავსებული.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე, 157 ადამიანი მკურნალობს. მათგან 9-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისთვის, საკარანტინო სივრცეებში სულ 81 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები