ლაგოდეხში, დედის დაჭრის ფაქტზე 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ლაგოდეხში 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 2003 წელს დაბადებულ რ.მ.- ს ბრალად, დედის, ცივი იარაღით დაჭრა ედება.
შეგახსენებთ, შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში მოხდა.
მძიმე დაზიანებებით, 1978 წელს დაბადებული ქალს, შესაბამისი
მკურნალობა, კლინიკაში უტარდება.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მესამე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.