ლაგოდეხში შვილმა დედა ცივი იარაღით დაჭრა

კახეთში, შვილმა დედა ცივი იარაღით მუცლის არეში დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალაში მოხდა.

დაჭრილი შუა ხნის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში მოათავსა, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ამ წუთებში უტარდება. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, დედა-შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილი ჰყავს და ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები