“მე აქედან წამსვლელი აღარა ვარ, შვილო” – პირველი მოხუცთა თავშესაფარი გრემში
გრემის მოხუცთა თავშესაფარი უკვე 2 თვეა ფუნქციონირებს. იდეის ავტორი ანა ბალანწარაშვილია, რომელიც ბელგიიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ოცნება – თავშესაფრის გაკეთების შესახებ – ირაკლი ხახუტაშვილთან ერთად რეალობად აქცია.
ანას თქმით, დროა, საქართველოშიც დამკვიდრდეს, ერთ სივრცეში, ერთი ასაკის მქონე ადამიანების ცხოვრება.
ამჟამად გრემის ,,მოხუცთა სახლს” ათი ბენეფიციარის მიღება შეუძლია, თუმცა ოთხი ბენეფიციარი ცხოვრობს.
დამფუძნებლები იმედოვნებენ, რომ მომავალ წელს ბენეფიციართა რაოდენობა გაორმაგდება.
უფრო დეტალურად გაიგეთ “რეგიონული კვირის” სიუჟეტიდან: