ზემო და ქვემო ალვანის სოფლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ზემო და ქვემო ალვანის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში (ბაბანეური,ზემო ალვანი,ქვემო ალვანი,ხორბალო) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ჩატარდა.
ახმეტის მერიის ინფორმაციით,
შეხვედრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამარ ყეინიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსახლეობამ იმსჯელა და თვითონ აირჩია თუ რა სამუშაოებში დაიხარჯება სოფლებისთვის გამოყოფილი თანხა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები