ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ძმა ძალადობაში დედას ადანაშაულებს და ფაქტს, რომ თითქოს ბაბუა და ბაბუის ძმიშვილები მოზარდზე ძალადობდნენ კატეგორიულად უარყოფს.
„დედა ძალადობდა ჩემზე და ჩემს დებზე, სწორედ ამის გამო მოსდიოდათ კონფლიქტი დედაჩემსა და ბაბუას. თავზე რაც იარები მაქვს დედის მოყენებულია და თმას ვერ ვიპარსავ. ნინის ფაქტის შემდეგ არ უძალადია გოგოზე არც ბაბუას და არც ბიძებს“, – ამბობს გარდაცვლილი გოგონას ძმა.
ცნობისთვის, გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა, მერი რომანაძე ამბობს, რომ ბაბუა და ბაბუის ძმისშვილები ნინიზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდნენ.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს, ქობულეთში 14 წლის გოგო ბაბუამ, საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი იპოვა.
ამის შემდეგ, 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. ხოლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დღეს პოლიციამ ბაბუაც დააკავა, რომელსაც სამ წლიანი პატიმრობა ემუქრება.