ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ სოფლის კრებებზე პრიორიტეტები დაასახელა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შილდაში, ენისელში, საბუესა და ალმატში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყვარლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით,
მოსახლეობამ შემდეგი პრიორიტეტები განსაზღვრა:
სკოლის ეზოს და სკვერის კეთილმოწყობა;
სასმელი წყლისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
ამბულატორიის შენობის გარე ფასადის შერემონტება.