სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევების მატებით ბორჯომი ლიდერობს
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 650 გახდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან
3 ადიგენში,
2 ახალციხეში და 4 ბორჯომში გამოვლინდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის აპარატის უფროსმა, გიორგი მიქელაძემ განუცხადა, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 12 პირი და მიმდინარეობს მოკვლევა.
მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება 125 პირი, აქედან: ადიგენში – 19 პირი; ასპინძა – 10 პირი;
ახალციხე – 26 პირი;
ახალქალაქი – 1 პირი და ბორჯომში- 69 პირი.
გიორგი მიქელაძის განცხადებით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობის კურსს 38 პაციენტი გადის.
“ სულ გარდაცვლილთა რაოდენობაა 46. გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პაციენტი.
სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 4 565”,-განაცხადა გიორგი მიქელაძემ.