აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა და სახელმწიფო პროგრამები გამიხილეს
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი ხანიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და სამოქმედო გეგმა განიხილეს. გიორგი ხანიშვილმა აჭარის რეგიონში ფაროსანასთან ბრძოლის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლა წელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინირებულად წარიმართება.
გიორგი სურმანიძემ აჭარის აგრარული სექტორის დარგებსა და პრიორიტეტბზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ გასულ წელს აჭარაში ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც თხილისა და ციტრუსის მოსავალის ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახა.
ზემოთ აღნიშნულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.