გარე განათება, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, გზების მოწყობა – თელავში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ლალისყირში, ფშაველას და ლეჩურში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მერიიდანა ცნობეს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ლალისყურში პრიორიტეტულ საკითხებად სარწყავი და სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა, სავარგულებთან მისასვლელი გზის მოწესრიგება და სოფლის შესასვლელში მოსაცდელის მოწყობა დასახელდა.
ფშაველში პრიორიტეტულ საკითხებად მოსახლეობამ გარე განათების ქსელის მოწყობა, დაზიანებული სანიაღვრე არხის აღდგენა, ასევე ახალი არხის მოწყობა დაასახელა.
ლეჩურში პრიორიტეტულ საკითხებად სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება და ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა დაასახელეს”, -ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.