რა პრობლემები დაასახელა ვარდისუბნის მოსახლეობამ პრიორიტეტულად სოფლის კრებაზე

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გრძელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაცციით, ვარდისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საერთო კრება ოთხ სოფელში გაიმართა.
ადგილობრივების გადაწყვეტილებით სოფელ ვარდისუბანში ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა დაიგეგმა; სვიდებაში სანიაღვრე არხი მოეწყობა; მშვიდობიანში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება, ხოლო სოფელ საქობოში – შიდა დამაკავშირებელ ქუჩებზე გარე განათება დამონტაჟდება.

სოფლის კრებას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები