ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციებს თვითნებობად აფასებს
“ვინც აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას, მათ ეკლესიასთან მიმართებით არასწორი გზა აირჩეს”,- ასე ეხმაურება ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ნამახვანჰესის სამშენებლო პროცესებს და მოსახლეობის პროტესტს “თვითნებობად” აფასებს.
“ორი მღვდელმთავრის კურთხევის გარეშე რამდენიმე თვის წინ დაიწყეს თვითნებური მოქმედება; სიტყვა არ ისმინეს და ის, რაც უნდა გვაერთიანებდეს, უფლის ჯვარი, დაპირისპირების საბაბად აქციეს, სამართლებრივი გზით სვლას ქუჩის აქციები ამჯობინეს. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დიალოგი ვერ შედგა.
ზოგიერთისთვის ჯვარი მხოლოდ ორნამენტული ფორმაა და მას მხოლოდ გამოყენებითი მნიშვნელობა აქვს. უფალმა ჯვარი მოთმინებით და მორჩილებით იტვირთა, არა პროტესტით. ჯვრის მტვირთველი არის ის, ვინც უფლის გულისთვის ითმენს უსამართლობას, ცილისწამებას, არ თვითნებობს და მშვიდობისმყოფელია. გარემოს დაცვა საკუთარი თავის ცოდვისგან დაცვით და გარემოზე ზრუნვით იწყება”,- აცხადებს მეუფე.
ცნობისთვის, სოფელ ნამოხვანში, სადაც აქტივისტები ჰესის მშენებლობას სამი თვეა აპროტესტებენ,
ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.