ქუთაისში “გრანდმოლის” თანამშრომლები სავაჭრო ცენტრის წინ გარევაჭრობას აპროტესტებენ

ქუთაისში სავაჭრო ცენტრ “გრანდმოლის ” თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი ცენტრის მიმდებარედ გარევაჭრობას აპროტესტებენ. მათი თქმით, გარემოვაჭრეებს დაკავებული აქვთ ცენტრის შესასვლელი, რის გამოც მომხმარებლები მაღაზაშებში ვეღარ შედიან. აქციის მონაწილეების თქმით, დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს ქალაქის მერიას, თუმცა უშედეგოდ.
პრობლემის მოუგვარებლობა კი ცენტრის თანამშრომლების და გარემოვაჭრეების დაპირისპირებას იწვევს.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეებს გაფრთხილება არაერთხელ მისცეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები