ნინო წილოსანი კახეთში კოოპერატივების წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდა
კახეთში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, კომიტეტის წევრების ქარსაფარი ზოლის მოწყობისა და კოოპერატივების საქმიანობის საკითხებზე გასვლითი შეხვედრები გაიმართა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, კოოპერატივების წარმომადგენლებსა და ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა, ის ძირითადი საჭიროებები განიხილეს, რაც კოოპერატივების წარმატებული საქმიანობის ხელშეწყობისთვისაა მნიშვნელოვანი. ამასთან, კომიტეტის წევრებმა ადგილობრივ ფერმერებს, კოოპერატივების შესახებ კანონის აღსრულების მონიტორინგთან დაკავშირებით,
საკომიტეტო მოკვლევის დეტალები წარუდგინეს.