შუახევის მერიის კომუნალური სამსახურის პრიორიტეტები – ომარ ტაკიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს კომუნალურ სამსახურში არსებული პრობლემები და დაისახეს მათი გადაჭრის გზები.

ყურადღება გამახვილდა სანიაღვრე არხების მოწესრიგების, გზებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების, გარე-განათების ქსელის გამართვასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის საკითხებზე.

სამსახურის საქმიანობის ძირითად მიზნებს წარმოადგენს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, დასუფთავების სამუშაოების შესრულება, გარე განათების ქსელის მოვლა-პატრონობა, ექსპლუატაცია და მწვანე ნარგავების შენახვა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები