პაპუნა მარგველიძე – „თითოეული თქვენგანის მუშაობა რეგიონის წარმატებას განსაზღვრავს“
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ პირველი სამუშაო შეხვედრა ადმინისტრაციის თანამშრომლებთან გამართა. ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.
სახელმწიფო რწმუნებულმა შეხვედრაზე პრიორიტეტული საკითხების დროულ და ეფექტურ გადაჭრაზე ისაუბრა.
სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე -გიორგი მაქარაშვილი, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.