კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ჰქონდა მოწყობილი. ქალაქ ახმეტაში კი მოქალაქეებს უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი საამქროები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ განთავსებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთ-ერთი სახერხის მიმდებარე ტერიტორიიდან 1 კუბური მეტრი წიფლის სახეობის ე.წ. შავად ნამზადი დეტალი – პარკეტის დაუმუშავებელი ფილები ამოიღეს. ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები