იმერეთში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 165 ახალი შემთხვევიდან იმერეთში – 31 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 601, საიდანაც, 1 932 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 437.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 425 პირი, მათ შორის 127 იმერეთში.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან იმერეთში – 12.
232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 13 – იმერეთში.
1 437 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა.