რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების შემთხვევები არ გამოვლენილა
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კორონავისრუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მხარის ეპიდემიოლოგებისა და სპეციალისტების განცხადებით, შაბათ-კვირას ტესტირების მსურველთა რაოდენობა მკვეთრად იკლებს და ბოლო 24 საათის განმავლობაში ამბროლაურში, ცაგერში, ონსა და ლენტეხში სულ 5 მოქალაქე გაიტესტა. ხუთივეზე პასუხი უარყოფითია.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.