აჭარაში კოვიდსტატისტიკამ იკლო – რეგიონში 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე პერიოდში განიკურნა 17 პაციენტი. დღემდე რეგიონში გამოჯანმრთელდა 35 218 პირი.
სამინისტროს ინფორმაციით ბათუმის კოვიდ-კლინიკებში მკურნალობას გადის 166 პირი. აქედან მართვით სუნთქვაზე 3 პაციენტი იმყოფება. ბოლო 24 საათში კლინიკა 5-მა პირმა დატოვა. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 104 პირი, ხოლო ონლაინ კლინიკებში 106.