ახალციხელმა სპორტსმენმა საერთაშორისო შეჯიბრში პირველი ადგილი მოიპოვა

ახალციხელმა სპორტსმენმა, მინდია ენდელაძემ, მძლეოსნობაში კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია.
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, მძლეოსნობაში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრში „ოლიმპიური დღე“, ააიპ ახალციხის სპორტული კლუბის წევრმა – მინდია ენდელაძემ, წარმატებით იასპარეზა.

მძლეოსანმა 400 მეტრიანი დისტანცია 47.26 წამში დაფარა, პირველი ადგილი დაიკავა და შედეგად საქართველოს ზამთრის ახალი რეკორდი დაამყარა. ამ გამარჯვებით ახალციხელმა სპორტსმენმა, ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც პოლონეთში, მიმდინარე წლის მარტში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები