საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ფერმერული მეურნეობა მოინახულა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის, სოფელ გიორგიწმინდაში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დავით ბუხნიკაშვილის ფერმერული მეურნეობა მოინახულა.
ნინო წილოსანის თქმით, კანონპროექტი, რომელსაც უახლოეს კვირებში აგრარულ საკითხთა კომიტეტი დააინიცირებს, ფერმერებს, ქარსაფარების გაშენებისკენ წაახალისებს.

” “ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ” კანონპროექტი, რომელსაც უახლოეს კვირებში აგრარულ საკითხთა კომიტეტი დააინიცირებს, სხვა ფერმერებსაც წაახალისებს არამარტო დაიცვან, არამედ გააშენონ ქარსაფარები.
– რაც მთავარია სახელმწიფო პოლიტიკაში გაჩნდება ქარსაფარების ინვენტარიზაციისა და გაშენების ვალდებულება – განაცხადა ქალბატონმა ნინო წილოსანმა.

დავით ბუხნიკაშვილის მეურნეობა 150 ჰა-ზეა გაშენებული და ძირითადად კაკლოვან კულტურებს მოიცავს.
ფერმერმა, პროგრამის ფარგლებში- “დანერგე მომავალი”, ნერგების შესაძენად 70%-ანი დაფინანსება მიიღო და გარემოს გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტით მეურნეობის გარშემო 5 ჰა-ზე ქარსაფარი ზოლი გააშენა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები