კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 17 კახეთში გამოვლინდა

კახეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19- ის 165 ახალი შემთხვევიდან, 17 კახეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 165 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 57 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 31, ქვემო ქართლი – 6, შიდა ქართლი – 6, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14, კახეთი – 17, მცხეთა-მთიანეთი – 2, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები