“სკოლა ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” – სწავლა საკლასო ოთახებში რუსთავშიც განახლდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” რუსთავის
ჟიული შარტავას სახელობის N4 საჯარო სკოლის დირექტორმა მამუკა ხამხაძემ განუცხადა, სკოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის.

„თითქმის წელიწადი ხდება შარშან თებერვლის შემდეგ რაც უფროსკლასელები სკოლაში არ ყოფილან, რა თქმა უნდა, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვების სკოლაში დაბრუნება, არა მხოლოდ ცოდნის მისაღებად არამედ მათი განვითარებისთვის. როგორც მასწავლებლები და მე, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მივესალმებით სკოლის დაწყებას. მინდა ვთქვა, რომ ის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია, არის როგორც სკოლის პასუხისმგებლობა, ასევე მისი და მშობლის პასუხისმგებლობაც. თუ ყველა დავიცავთ რეკომენდაციებს ჩვენ სკოლის შიგნით და საზოგადოება სკოლის გარეთ, ვფიქრობ, რომ ბევრად უსაფრთხო შეგვიძლია გავხადოთ სკოლა, რომ შევინარჩუნოთ საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელება“,- თქვა მამუკა ხამხაძემ.

მშობლების განმარტებით, უკვე დიდი ხანი გავიდა რაც ბავშვები დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასულები და უკვე დრო იყო საკლასო ოთახებს დაუბრუნებოდნენ.

„სამი შილი მყავს, ორი სკოლის მოსწავლეა და გვიჭირდა ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება, თავად ბავშვებსაც ისე ენატრებოდათ სკოლა და კლასელები, ყოველთვის მეკითხებოდნენ როდის დაბრუნდებოდნენ სკოლაში. მივესალმები, რა თქმა უნდა. აუცილებლად უნდა განახლდეს სწავლება საკლასო ოთახებში, ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია“, – თქვა ერთ-ერთმა მშობელმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი სააკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი სკოლებში 2020 წლის ნოემბერში მეორედ შეწყდა და მოსწავლეები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები