საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო
საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება სამი თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები პირველი აპრილიდან დაიწყება.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
- გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
- ფიზიკური ჯანმრთელობა;
- მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
- ნებისმიერი მიზეზის არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
- გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ, საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე workabroad.moh.gov.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქემ უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ფეისბუქ გვერდს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზს.