ოკუპირებულ გალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 წლის მამაკაცი დაიღუპა. ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, სოფელ ჭუბურხინჯის საავტომობილო გზაზე მოხდა.“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი, ირაკლი აბლოთიაა.
ჩვენივე ინფორმაციით,ავტომობილში ორნი ისხდნენ. ერთი გადარჩა, მისი გამოყვანა მაშველებმა დიდხანს ვერ მოახერხეს დამტვრეული ავტომობილიდან.