ხობის მერმა “შავი ზღვის ტერმინალის” დირექტორთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია შპს „შავი ზღვის ტერმინალის“ გენერალურ დირექტორს კარიმ გულიევს შეხვდა. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
“კარიმ გულიევის გადაწყვეტილებით „შავი ზღვის ტერმინალი“ ხობის „კოლხეთს“ მიმდინარე წელსაც დააფინანსებს.
მერმა გოჩა ქაჯაიამ მადლობა გადაუხადა გენერალურ დირექტორს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის, განხორციელებული სოციალური პროექტებისთვის და ბოლო წლებში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის”,- ნათქვამია ხობის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები