კახეთში კორონავირუსით 110-ე პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით 110- ე პაციენტი გარდაიცვალა. 63 წლის ქალი, რომელიც ახმეტიდან იყო, მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.

დღეს რეგიონში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი დაინფიცირებულების 14 კონტაქტი სპეციალისტებმა უკვე მოიძიეს.

ამ ეტაპზე, მკურნალობას 334 ადამიანი გადის, მათ შორის 268 დატოვებულია ბინაზე სამკურნალოდ, ხოლო 66 იმყოფება კოვიდ – კლინიკაში. თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 480- ია, თვითიზოლაციიდან კი 91
მოქალაქე მოიხსნა.

დღის განმავლობაში 37 პაციენტი გამოჯანმრთელებულდა და მათუ რიცხვი 10 869- მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები