ბათუმის მერიის სოციალურ სახლში მოქალაქეები შეიჭრნენ
ბათუმის მერიის ე.წ ,,იაფი სახლის” პროექტის სოციალურ სახლში რამდენიმე ოჯახი თვითნებურად შეიჭრა. მოქალაქეების თქმით, მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ რადგან საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ ბინებში საცხოვრებლად შეჭრა გადაწყვიტეს. მათი ძირითადი ნაწილი ეკომიგრანტები არიან.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.