„ჩვენს ქალაქში როკი არაა განვითარებული, ვცდილობ ხალხს ეს ჟანრი შევაყვარო“- 22 წლის მუსიკოსი ახალციხიდან

„მოზეს ლემანს“- ამ ფსევდონიმით აცნობს საზოგადოებას საკუთარ თავს 22 წლის როკ მუსიკის შემსრულებელი. როგორც თავად „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, ელექტრო გიტარაზე დაკვრა 4 წლის წინ დაიწყო, თუმცა იმ დროს შესაბამისი აპარატურა არ ჰქონდა.

„გიტარა ვიყიდე და არ მქონდა გამაძლიერებელი, რაც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია. მერე დავიწყე თანხების მოძიება და ამის ყიდვაც მოვახერხე. ამის შემდეგ ჩემი ყოველი დილა იწყება მუსიკით“,- ამბობს მოზეს ლემანსი.
როგორც 22 წლის ახალგაზრდა ჰყვება, ელექტრო გიტარაზე დაკვრა დამოუკიდებლად, ინტერნეტის საშუალებით ისწავლა. მოგვიანებით თავისი შესაძლებლობები უფრო გამოამჟღავნა და ნელ-ნელა მუსიკის დაწერაც დაიწყო. დღეს მუსიკოსი უკვე ვიდეოკლიპებსაც იღებს.
„ იმ დღის შემდეგ, რაც გამაძლიერებელი ვიყიდე, შევედი იუთუბზე და მოვძებნე ჩემი საყვარელი როკ ჯგუფის მუსიკა. ვუსმენდი, ვაკვირდებოდი და ასე ვისწავლე დაკვრაც. მოგვიანებით ჩემს ძმაკაცებთან ერთად დავწერე მუსიკა და ტექსტი. ვაკეთებდით ქოვერებსაც და ახლა ვიღებთ ვიდეოკლიპებს, რომელსაც საკუთარ იუთუბ არხზე ვდებ“,- განუცხადა „რეგიონულ კვირას“ როკ მუსიკოსმა.
მოზეს ლემანსი ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთში როკი დიდად განვითარებული არაა, ამიტომ ის თავისი შემოქმედებით ცდილობს ადგილობრივებს ეს ჟანრი შეაყვაროს.

უფრო მეტი დეტალი 22 წლის მუსიკოსის შესახებ, ნახეთ „რეგიონული კვირას“ მომზადებულ სიუჟეტში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები