ვინ დაგეგმა პროვოკაცია პატიმრების გარდაცვალების შესახებ – “რეგიონული კვირის” რეპორტაჟი

ვის ინტერესებშია ტყუილი, რომელიც გუშინ პენიტენციური სამსახურის მიმართ გავრცელდა და რას ემსახურებოდა პატიმრის გარდაცვალებაზე აგებული ცრუ ინფორმაციის გავრცელებით სახელმწიფო უწყებაზე მიზანმიმართული თავდასხმა. როგორც “რეგიონულმა კვირამ” გაარკვია, პროცესი თავიდან ბოლომდე მართული იყო და მიზნად სახელმწიფო უწყების მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
ამბავი ასეთია: გუშინ პატიმარ გულადი ჯიქიას ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია რუსთავის N17-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მათი ოჯახის წევრისა  და მასთან ერთად კიდევ ორი პატიმრის გარდაცვალების შესახებ.

როგორც ოჯახი ამბობდა, ციხეში მოხდა ე.წ. ბუნტი, კრიმინალური გარჩევა და მოკლული იყო სამი პატიმარი. ირკვევა, რომ ოჯახი უცნობმა პირებმა შეცდომაში გამიზნულად შეიყვანეს, რა დროსაც პატიმრის ბიოლოგიურ მამას დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შვილი მოკლულია.
დღეს პატიმრის ოჯახი “რეგიონულ კვირას” უყვება, რომ მათ ოჯახზე განხორციელებული მორალური ზიანის გამო სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს.

ინფორმაცია რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა ოჯახსა და საზოგადოებას მალევე, პენიტენციურმა დაწესებულებამ მიაწოდა ინფორმაცია. სპეციალურ განცხადებაში, რომელიც უწყებამ გაავრცელა ნათქვამია, რომ სიცრუე პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია იყო და უწყება პატიმრების ოჯახს მიმართავს არ აყვნენ პანიკას და არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები