ბათუმში გარდაცვლილ მეხანძრე-მაშველს დღეს საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალავენ
ბათუმში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დარუპულ თორნიკე კიპაროიძეს დღეს საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალავენ. ამ დროისთვის, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ბათუმის საკათედრო ტაძარში სასულიერო პირები და გარდაცვლილის კოლეგები, ასევე არიან რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.
მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.